5 მაისი, 2015

მარიამ როინიშვილის კიდევ ერთი წარმატება

1mariamსაოპერო მომღერალი მარიამ როინიშვილი კარიერული წარმატებისთვის თავს არ ზოგავს. ამჟამად მომღერალი იტალიაში იმყოფება, სადაც კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ინფორმაციას მისი დედა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ავრცელებს:

“რომში ვართ 1 თვით. უკვე ყველაფრის თქმის მეშინია… მეშინია ვინმე არ გავაღიზიანო ამ ინფორმაციით, (ჩვენ ხომ აღარაფერი გვახარებს, რაც ერთმანეთის წარმატებებს ეხება, მაგრამ იქედან გამომდინარე, ვისაც აქ გხედავთ დარწმუნებული ვარ გაგახარებთ ქართველების წარმატება!) მაგრამ მაინც უნდა გაგიზიაროთ ჩემი განწყობა.

რთული დღე იყო – მარიამმა სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ძალიან დაძაბულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა – 13 სტუდენტი აიყვანეს და მათ შორის 2 ქართველია! ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი სალომე ჯიქია და მარიამი!”