3 მაისი, 2015

კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი მოისხნა

1hilariმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი მოიხსნა.

3 მაისს თეატრში დანიშნული იყო პრემიერა “ჭირვეულის მორჯულება”, რომლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ლეგენდარული ჰილარი ვუდია.

“ჭირვეულის მორჯულება” უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით განხორციელდა. სპექტაკლის მხატვარი სიმონ მაჩაბელია, კოსტუმების მხატვარი ლალი ბადრიძე, ქორეოგრაფი ცისია ჩოლოყაშვილი, ტექნიკური რეჟისორი სოფო დანელია.

სპექტაკლში მონაწილეობენ გია აბესალაშვილი, მახო აბულაძე, თემურ გვალია, სოსო ხვდელიძე, ვანო დუგლაძე, ნიკა წერედიანი, ცოტნე მეტონიძე, გუგა კახიანი, ილია ჭეიშვილი, აკაკი ხიდაშელი, ზურა ანთელავა, თამრი ბზიავა, ირინა გიუნაშვილი, ანა მატუაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ანა ნიკოლაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი და თამუნა ბუაჩიძე.

პრემიერის მოხსნის მიზეზი კინომსახიობთა თეატრმა მოკლე ინფორმაციით განმარტა:

“ყურადღება! ჩვენო ერთგულო მაყურებელო, რიგი მიზეზების გამო, 3 მაისს დანიშნული საპრემიერო ჩვენება სპექტაკლისა “ჭირვეულის მორჯულება” მოიხსნა და დარჩა მხოლოდ 7 და 8 მაისი, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.”