17 მაისი, 2015

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გაიფიცა

1gaficvaხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.

18 მაისიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ:

“18 მაისიდან, ვიდრე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თანამშრომლები აცხადებენ გაფიცვას! დაიხურება სამკითხველო დარბაზი, საცავები, საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გაუქმდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.”

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნებიახელნაზერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და მისი სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის არჩევის უფლების დაბრუნება და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის მაკონტროლებელი უწყების შეცვლა.