14 მაისი, 2015

იოსებ ნონეშვილის იუბილე რუსთაველის თეატრში აღინიშნება

1iosebქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის 95 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში აღინიშნება.

პოეტს, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე თაობები აღზარდა, რუსთაველის თეატრში 18 მაისს გაიხსენებენ. საღამოში მონაწილეობას მიღებენ ქართველი პოეტები და მწერლები.

ღონისძიებაზე გაჟღერდება პოეტის ლექსები და მისსავე ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები. იოსებ ნონეშვილის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები, ცნობილი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები.

საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი, ბენდთან ერთად კლასიკად ქცეულ მუსიკას ახლებური არანჟირებით წარმოადგენს .