30 მაისი, 2015

გიგი ვანდერი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

1gigi-wonder28 წლის ქართველი პიანისტი გიგი ვანდერი 31 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საავტორო სოლო კონცერტს გამართავს, რომელზეც ავტორი 12 ნაწარმოებს შეასრულებს.

 

კონცერტის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე საავტორო საფორტეპიანო ნაწარმოებების განვითარებას.

საქველმოქმედო კონცერტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით მოეწყობა, შემოსული თანხა კი “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” მოხმარდება.