13 მაისი, 2015

,,ერთი ერთშის’’ მეორე ტური მარიტა როხვაძემ მოიგო

1maritaმუსიკალური შოუს “ერთი ერთშის” მეორე საკონკურსო ტური წარმატებული მარიტა როხვაძისთვის აღმოჩნდა. მას ჟიურის ოთხივე წევრმა მედეა ძიძიგურის განსახიერებისთვის უმაღლესი 12 ქულა დაუწერა და კონკურსის ყველაზე პატარა მომღერალი შოუს ლიდერი გახდა.

ჟიურის წევრი ზაზა შენგელია სისი სამიმ შეცვალა, მეოთხე მიწვეულ სტუმრად კი პროდიუსერებმა შოუში მერაბ სანოძე დაპატიჟეს.

შოუს დასასრულს კონკურსანტებმა ლოტოტრონის დახმარებით გაარკვიეს რომელი ვარსკვლავის განსახიერება მოუწევთ მომდევნო სამშაბათს. ზურა მანჯავიძე ფრენკ სინატრა იქნება, ოთო ნემსაძე შერი, თაკო გაჩეჩილაძე უიტნი ჰიუსტონი, ივანა მელაი კაილი მინოუგი, თიელი ჯასთინ ტიმბერლეიკი, სოფო ბედია ლელა წურწუმია, გიორგი მახარაშვილი გიო ხუციშვილი, მარიტა როხვაძე კი დემის რუსო.