11 მაისი, 2015

ანსამბლი ,,თორდა’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

1tortaსომხეთში გამართულ რიგით მეხუთე სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “თორდა” გამარჯვება მოიპოვა და ოქროს ჯგუფის სახელწოდება მიენიჭა.

გამარჯვებულმა ქართველებმა უკვე მიიღეს კუთვნილი პრიზი და ფესტივალის ორგანიზატორის და დამაარსებლის ხელმოწერილი დიპლომი.

“თორდას” ხელმძღვანელი “თსუ გორდელას” ერთ-ერთი წევრი თამარ ალადაშვილია. “თორდას” წარმატების შესახებ ინფორმაცია სწორედ მან გაავრცელა.

ანსამბლი ახალი დაარსებულია და მასში სხვადასხვა ასაკის მუსიკოს-შემსრულებლები არიან გაერთიანებული. “თორდა” აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებში როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში და ქართულ ხალხურ სიმღერას უმღერის იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.