7 აპრილი, 2015

ცნობილი მომღერლები ,,იქს ფაქტორიდან” გაუშვეს

1x“იქს ფაქტორის” მეორე სეზონის პირველი გადაცემის ჩანაწერი ეთერში გავიდა და ზუსტად იმ დღეს დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის მორიგი ჩაწერა გაიმართა, რომელმაც 4 სკამის ტურში ის შემსრულებლები გამოავლინა, ვინც ლაივებში მიიღებს მონაწილეობას.

წელს კონკურსში ბევრმა ცნობილმა მომღერელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი იმდენად პროფესიონალები და თავისი საქმის მცოდნენი არიან, რომ ჟიურის წევრებს გაუჭირდათ კიდეც მათი შეფასება და ეს ხმამაღლაც აღიარეს.

“იქს ფაქტორში” მონაწილეობდნენ ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი, ლიზა ყენია. ლიზამ იმის გამო, რომ ჟიურის წევრებს მისთვის როგორც რიგითი მომღერლისთვის ისე მოესმინათ, სათვალე გაიკეთა და ქუდი დაიფარა.

ჟიურიმ სამივე მომღერალი მეორე ტურში გადაიყვანა, თუმცა 4 სკამის ტურიდან სამივე უარით გაისტუმრა. ინფორმაცია ამის შესახებ ალეკო ბერძენიშვილმა თავად გაავრცელა:

“იქს ფაქტორის 4 სკამის ტურიდან გამომაგდეს. რას ვიზამთ… დიდი მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა.”

ალეკოს განცხადებას მარიამ პავლიაშვილი და ლიზა ყენიაც გამოეხმაურნენ და მათაც განაცხადეს, რომ პროექტს მიღმა დარჩნენ.