19 აპრილი, 2015

საბაწმინდური ოთხთავი გამოცემულია

1otxtaviხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ,,საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტი“ გამოსცა. გამოცემის პრეზენტაცია 28 აპრილს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. აქვე მოეწყობა ახალი პროექტის ,,ქართული პალიმფსესტები (ალბომი-კატალოგი, მონაცემთა ბაზა)”’ პრეზენტაციაც.

ათეული წლების განმავლობაში, ასევე, პირველად გამოიფინება ცენტრში დაცული V-IX საუკუნეების უძველესი პალიმფსესტები.
წიგნში მოცემულია მათეს და ლუკას ხანმეტი სახარების ფრაგმენტები. მკვლევარის აზრით, ტექსტი მეხუთე საუკუნისაა, გადაწერილია საბაწმიდის ლავრაში.

პროექტის მიზანი ხელნაწერთა ეროვნული ცეტრის ქართულ ფონდში პალიფსესტების შემცველი ხელნაწერების მოძიება, წინასწარ შედგენილი სქემით მათი კატალოგიზაცია, სპეციალური აპარატურით ფოტოგადაღება-დიგიტალიზაცია და ალბომ-კატალოგის მომზადება, პალიმსფესტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და მასში დიგიტალიზებული მასალის განთავსებაა.

პალიმფსესტების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ და გაეცნონ არა მხოლოდ უძველეს თარგმანებს, არამედ კარგად გიაზრონ ქართული დამწერლობისა და ქართული ენის განვითარების პერიპეტიებიც.

ივანე ჯავახიშვილიდან მოყოლებული, მკვლევარების დაინტერესება პალიმფსესტებით საკმაოდ დიდი იყო. მუხედავად ამისა, დღემდე არ არსებობს სრული კატალოგი, რომელიც ასახავდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში დაცულ ყველა პალიმფსესტურ ფურცელს.

ალბომი გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდია.