20 აპრილი, 2015

ქეთა თოფურია სცენას დაემშვიდობა

1qetta“ა სტუდიოს” ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია სცენას დაემშვიდობა. 28 წლის მომღერალმა ბოლო კონცერტი ჯგუფის წევრებთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გამართა.

ქეთა სცენას საკმაოდ საპატიო მიზეზით ჩამოშორდა. ის 7 თვის ორსულია და ივნისის დასაწყისში უკვე თავის პირველ შვილს ელოდება. სქესი იცის, თუმცა მისი გამხელა არ სურს.

როგორც მომღერალმა განაცხადა, ამიერიდან კუთვნილ შვებულებაშია და გადატვირთული საკონცერტო ტურნეებისგან რამდენიმე თვით დაისვენებს.

ქეთა თოფურია თავის ორსულობას მანამდე მალავდა, სანამ მუცელმა ამის შესაძლებლობა მისცა. მომღერალი და მისი მეუღლე ლევ გეიხმანი მოუთმენლად ელოდებიან პატარას დაბადებას. ქეთა შვილის გაზრდას თვითონ აპირებს და ძიძის აყვანაზე არ ფიქრობს.