27 აპრილი, 2015

ქართველი ხელოვანები ქველმოქმედებისთვის ერთიანდებიან

1ert27 აპრილს სრულიად საქართველო ერთიანდება და საქველმოქმედო კონცერტებს მართავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუდია „მრავალჟამიერის” მხარდაჭერით ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი “გადავარჩინოთ ეთნომუსიკოლოგ ქეთევან ნაგერვაძის სიცოცხლე”. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “აფხაზეთი”, “ადილეი”, “ანჩისხატი”, “აღსავალი”, “დიდგორი”, “იალონი”, “კერია, “მზეთამზე”, ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი “მთიები”, “ნანინა, “სახიობა”, “ტაო”, კონსერვატორიის მგალობელთა სტუდენტური გუნდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრთან არსებული ხალხურ საკრავთა ანსამბლი. საღამოზე დასწრება, რომელიც 19 საათზე დაიწყება, ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

ამავე დღეს საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება ბათუმში, ქედასა და შუახევში. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართულ გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები “ბათუმი”, “ფერიცვალება”, “ათძალი”, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, კვარტეტი “ნოტა”, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ეთერ ხალვაში, ზაზა ხამათაშვილი, ნონა კორიფაძე, აჩიკო გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, თინათინ წულაძე, Asea Sool, მარიამ ფირცხალაიშვილი, ასლან დიასამიძე, სალომე სალაძე, მარიზა აფხაზავა, დიმიტრი ჩალენკო, “GEO PLANET” and Luka Zakariadze, ტრიო აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, ლევან ცხოიძე, “კოლხური ტრიო” სენაკიდან, ბაიარ შაჰინი, ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გუნდი და მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის გუნდი.