10 აპრილი, 2015

ნინო ქათამაძე ჯაზფესტივალზე მიიწვიეს

1qatamadzeქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე მსოფლიო დონის ჯაზფესტივალზე მიიწვიეს. მომღერალი და მისი ჯუგფი “ისაითი”, რომელიც ერთად ყოფნის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, ზაფხულში ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალში ”Дикая Мята 2015” მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი წელს უკვე მერვედ ჩატარდება და მასში ჩაერთვებიან ჯაზისა და როკის შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან. სამდღიან ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკოსები რუსეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და საქართველოდან. ნინო ქათამაძესთან და ინსაითთან ერთად ფესტივალზე დაუკრავს კიდევ ერთი ქართული ჯგუფი “მგზავრები”.

ფესტივალი ”Дикая Мята 2015” რუსეთში 26, 27 და 28 ივნისს ჩატარდება. ნინო ქათამაძე მსმენელის წინაშე ფესტივალია გახსნაზე 26 ივნისს წარსდგება.