Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკა ნიკვაშვილი: ,,ყურადღება!’’

15 აპრილი, 2015

1nikaმოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი კოტე თოლორდავას გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს:

“ყურადღება! ჩემი სტატუსი ეძღვნება იმ ცილისმწამებელ ხალხს, ვისაც ჰგონიათ, რომ კოტე თოლორდავა არ იმყოფებოდა გადაღებებზე და სხვა მიზნით იყო ჩამოსული მოსკოვში! იმდენად შემზარა თბილისიდან გავრცელებულმა ბინძურმა ჭორებმა, რომ არ შემეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით არ მეთქვა ჩემი სათქმელი, რადგან გუშინ ახლობლებთან ერთად შევხვდი ფილმის მთავარ პროდიუსერს ალექსეი კუბლიცკის, რომელიც უზომოდ შეწუხებულია მომხდართან დაკავშირებით და მთლიანად გადამღები ჯგუფი. ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენიებდა ამ ადამიანს და აღნიშნა, რომ ბრწყინვალე ნამუშევარი იყო მის მიერ შესრულებული როლი და ის აუცილებლად დიდი ვარსკვლავი გახდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც! მან თვალზე ცრემლმომდგარმა გვაჩვენა 10 აპრილს გადაღებული კადრები, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა.

იმ დღის გადაღების შემდეგ ღამის 2 საათზე მიაცილეს იგი სასტუმროში, სადაც გამთენიისას მოხდა ეს ტრაგედია! ამიხსენით, რის საფუძველზე და რა მიზნით თხზავთ, ჩემო თანამემამულენო, სხვადასხვა სახის ისტორიებს, რომელიც სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის. ძალიან გთხოვთ, ეცით პატივი მიცვალებულს, რომელსაც, სამწუხაროდ, თურმე გაცილებით მეტ პატივს სცემენ ამ ქვეყანაში, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, რომლებიც ასე აბინძურებენ გარდაცვლილი ადამიანის სახელს…”