Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კოტე თოლორდავას მეუღლე საზოგადოებას მიმართავს

13 აპრილი, 2015

1ganoმსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური საზოგადოებას მიმართავს:

“ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის!
ჟურნალისტებო! ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მითუმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში, გული მწყდება, არ მეგონა, თუ ფეისბუქზე შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა! მადლობა ყველას!”