28 აპრილი, 2015

კონსერვატორიაში ჩატარებული კონკურსი მონაწილეებმა გააპროტესტეს

1wwwwთბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსის საზეიმო დახურვა და ლაურეატთა გალა კონცერტი გაიმართა. გალა კონცერტის დაწყებამდე მასში მონაწილე კონკურსანტებმა ჟიურის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს და ისინი არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება ჩასაბერი საკრავების ნომინაციაში მონაწილეებმა გამოთქვეს.

მათი პროტესტის მიუხედავად, ღონისძიება მაინც გაგრძელდა და გამარჯვებულები ოთხ სპეციალობაში გამოვლინდნენ საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი და ვოკალი. კონკურსის ლაურეატებმა მიიღეს დიპლომები და მედლები. ლაურეატებსა და ფინალისტებს სპეციალურ ნომინაციებში სხვადასხვა ფონდების, ორგანიზაციებისა და საელჩოების მიერ დაწესებულია ფულადი პრემიები და ჯილდოები გადაეცათ. საუკეთესო კონკურსგარეშე მონაწილეებს მიენიჭათ დიპლომი, პრემიები და პრიზები.

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი 15 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა, სადაც მუსიკოსთა ახალი თაობა იყო წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისიდან, ქუთაისიდან, ტყიბულიდან, თელავიდან, მუსიკალური სკოლებიდან, სასწავლებლებიდან, თბილისის კონსერვატორიიდან.

წლევანდელი კონკურსის ლაურეატები გახდნენ:

ფორტეპიანო:

ჯინჯიხაძე დავით I პრემია, დიაკონიძე თედო II პრემია, მოდებაძე სალომე III პრემია. კვარაცხელია ლაშა – დიპლომი, ჯინჭარაძე თამარ – დიპლომი, მაღრაძე თამთა – დიპლომი.

სოლო სიმღერა:

პირველი პრემია არ გაიცა, მამულაშვილი თინათინ II პრემია, სესიტაშვილი ლაშა III პრემია. ჯანელიძე გოდერძი – დიპლომი, გოგოჭური მარიამ – დიპლომი, გიგინეიშვილი გივი – დიპლომი, წამალაშვილი გიორგი – დიპლომი.

სიმებიანი საკრავები:

სიდამონიძე სანდრო I პრემია, ჩიკვაიძე მარიამ II პრემია, მაისურაძე ბექა III პრემია. ჩილაშვილი ნათია – დიპლომი, მამადაშვილი მარიამ – დიპლომი, ხატალევი გიორგი – დიპლომი, საუკეთესო კონცერტმაისტერი – ინგა ლობჟანიძე.

ჩასაბერი საკრავები:

შერმადინი ილია I პრემია, ბიწაძე ნოდარ II პრემია, ერაძე ნიკა III პრემია. საათაშვილი ვალერიან – დიპლომი, მდივანი ნოდარ – დიპლომი, საკანდელიძე თამარ – დიპლომი, საუკეთესო კონცერტმაისტერი – ნესტან გუნიავა.

საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”.