20 აპრილი, 2015

ჯაზის მოყვარულებისთვის მასტერკლასები ჩატარდება

111111jazz21 და 22 აპრილს ჯაზის მოყვარულებისთვის ქართველი დრამერი გიორგი მელიქიშვილი ორ მასტერკლასს ჩაატარებს:

“მუსიკოსებო (კონსერვატორიის სტუდენტებო), ორი დღის განმავლობაში ვატარებ მასტერკლასებს კონსერვატორიის ჯაზ დეპარტამენტში. მასტერკლასის თემები დაფუძნებულია ჩემს Berklee College Of Music –ში მიღებულ ცოდნაზე და შემდგომ New York-ის სცენაზე 15 წლიან გამოცდილებაზე როგორც უამრავი ჯგუფის ”sideman”-ი და ჩემი პროექტების ლიდერი.

21 აპრილს გამართულ მასტერკლასი Rhythm Section Workshop: გასნაკუთრებით დრამერებსა და ბასისტებს ეხებათ, მაგრამ სხვანიც დაინტერესდებით, დარწმუნებული ვარ, პიანისტებიც, გიტარისტებიც და ვოკლაისტებიც…

22 აპრილის მასტერკლასი Rehearsal / Bandleading Techniques for Vocalists and Instrumentalists კი ყველას, ვისაც ბენდის სარეპეტიციო და “სალიდერო” რუტინის და ტექნიკებვის გაცნობა აინტერესებს, ანუ უკლებლივ ყველას, ვისაც ჯაზსში წინსვლა უნდა…”