15 აპრილი, 2015

იოანე არაბულს კონცერტი გააუქმეს

1ioaneმომღერალ იოანე არაბულს, რომელიც ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტებით “ახალი ხმა” და “ერთი ერთში” გაიცნო, 15 აპრილს დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“ივენთი White-Lounge-ში გაუქმდა! ვინც კარგად მიცნობს, კარგად იცის, რომ მსგავსი სტატუსი არასდროს დამიწერია, მაგრამ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით მე და ჩემი ბენდი.
ერთი კვირის წინ გავაკეთეთ ივენთი და 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა ჩემი პროფაილის, ჯგუფის პეიჯის და ჩემი საგულშემატკივრო გვერდის დახმარებით და ბევრ მეგობარს ველოდებოდი ამ დღეს და რაღაცნაირად მინდოდა ყველა ერთად შემეკრიბა. დღეს მეუბნებიან რომ ყველა მაგიდა გაიყიდა ჰოთ სეილებით და ივენთი ჩავარდა.

დიდ ბოდიშს ვუხდი პირადად მე ჩემს მეგობრებს, ვისაც უკან ვეღარ დაუბრუნდებათ გაყიდული მაგიდები და იმ ადამიანებს, ვინც ჩვვენს გამო იყიდეს მაგიდები.

P.S. White-Lounge-ს წინააღმდეგ ხალხის ცუდად განწყობის მიზნით არ ვწერ ამ პოსტს!”