9 აპრილი, 2015

გიორგი ნაკაშიძე გაათავისუფლეს

1nakashidzeმსახიობი გიორგი ნაკაშიძე გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გაათავისუფლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს ზაარბრიუკენის მოედანზე მოხდა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გიორგი ნაკაშიძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა პატრულის თანამშრომლებთან, რის გამოც, მსახიობი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გადაიყვანეს.

გიორგი ნაკაშიძემ იზოლატორი დღეს უკვე დატოვა, მაგრამ მომხდართან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა სოციალურ ქსელში თავის მეგობრებსაც მიმართა:

“ჩემო საყვარელო მეგობრებო, კარგად ვარ, კბილი მტკივა და ეგ ტეხავს.”