გია სურამელაშვილს ბათუმური კონცერტი გაუუქმეს

1giaმომღერალ გია სურამელაშვილის გარშემო სკანდალი გრძელდება. 17 აპრილს ბათუმში დანიშნული მომღერლის სოლოკონცერტი გაუქმებულია. როგორც “ბათუმური გაზაფხულის” ორგანიზატორები აცხადებენ, ინფორმაცია გია სურამელაშვილის 4 მილიონიანი ჰონორარის გამო, სიმართლეს არ შეესაბამება. 4 მილიონი რეალურად არა გია სურამელაშვილის ჰონორარი, არამედ მუსიკალური ცენტრის წლიური ბიუჯეტია.

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია სურამელაშვილის ბათუმური კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონით დაფინანსდებოდა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. “ბათუმური გაზაფხულის” ორგანიზატორებმა ფესტივალს ფორმატი შეუცვალეს და მასში მონაწილეობას მხოლოდ ბათუმელი მომღერლები მიიღებენ.

გია სურამელაშვილი ფესტივალის მესვეურებმა ანი კეკუას კონცერტით ჩაანაცვლეს, რომელიც წარმოშობით ბათუმელია.