Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაიცანი საქართველო – პროექტი ,,შავნაბადასგან”

11 აპრილი, 2015

1gaicaniსტუდია “შავნაბადამ” პროექტის ,,გაიცანი საქართველო” მესამე ნაწილის გადაღება დაიწყო, რომელსაც ”ქართული ტრადიციული დღესასწაულები” ჰქვია.

პროექტის ფარგლებში სულ 12 ფილმი იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა ბერიკაობა, ყეენობა, ლამპრობა, ათანგენობა, ნეკრესობა თუ სხვა ტრადიციული დღესასწაულები, რომლის შესახებაც მაყურებელმა ბევრი რამ არ იცის. ფილმები წლის ბოლოს დასრულდება და მაყურებელს მისი ხილვის საშუალება მიეცემა.

სტუდია ,,შავნაბადამ“ ფილმების მომზდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პროექტის ,,გაიცანი საქართველოს“ პირველ ნაწილში 16 ფილმი მომზადდა, სადაც მაყურებელი ეცნობა ,,ქართული სუფრის ტრადიციებს, ღვინისა და მრავალაჟამიერის, ,,ჩაკრულოს“ ისტორიას, მგალობელ სტალინს და სხვა საინტერესო ინფორმაციებს.

მეორე ნაწილიც ასევე 16 ფილმს მოიცავს, რომელშიც მოთხრობილია ქართველ ხელოვან ოსტატთა ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური კადრები. ლოტბარების ტრისტან და გური სიხარულიძეების, ლოტბარ ანდრო სიმაშვილის, მეთუნე გიორგი ბარისაშვილის, ლოტბარ გიგო ერქომაიშვილის გარდაცვალების ისტორია, მეჩოხე არსენ მათიკაშვილის ისტორია და სხვა საინტერესო ადამიანების ცხოვრება. ფილმი გადაღებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის დედაქალაქშიც.

პროექტის პირველი და მეორე ნაწილი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.