10 აპრილი, 2015

ედი მერფის დააჯილდოვებენ

1ediმსოფლიოში ცნობილ კომიკოსს ედი მერფის დააჯილდოვებენ. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამერიკული იუმორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მარკ ტვენის სახელობის პრემიას მიიღებს.

54 წლის ედი მერფი არ მალავს, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება, რომელიც გადაეცემათ იმ ადამიანებს, ვინც ისეთივე გავლენა მოახდინა ამერიკულ საზოგადოებაზე, როგორც XIX საუკუნის გამოჩენილმა რომანისტმა.

მარკ ტვენის სახელობის პრემიის მფლობელები უკვე არიან სტივ მარტინი, რიჩარდ პრაიორი, ბილი კრისტალი, ელენ დედჯენერესი, უილ ფერელი, ტინა ფეი და სხვები.

ედი მერფის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 18 ოქტომებრს ვაშინგტონში კენედის ცენტრში გაიმართება.