5 მარტი, 2015

ზაზა ლებანიძე საუკეთესო მსახიობია

zaza6რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაზა ლებანიძე თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გასული წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა.

კვლევაში, რომელიც მთლიანად ქართულ თეატრს მიეძღვნა, გამოვლინდა 2014 წლის საუკეთესო  მსახიობ ქალთა ხუთეული.

პირველი ადგილი ქალბატონმა ზაზა ლებანიძემ დაიკავა რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ასულნი” შესრულებული როლისთვის.

მეორე ადგილზე დასახელდა რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი რობერტ სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში “ასულნი” შესრულებული როლისთვის.

მესამე ადგილოსანია მსახიობი თეკლა ჯავახაძე ლევან წულაძის მიერ თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგმულ სპექტაკლში “რომეო და ჯულიეტა” შესრულებული როლისთვის.

მეოთხე ადგილზე გავიდა კატო კალატოზიშვილი სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში “ტკივილი არის ახალგაზრდობა” შესრულებული როლისთვის.

ქალ მსახიობთა საუკეთესო ხუთეულში ბოლო ადგილი დაიკავა მსახიობმა ნინო ჭოლაძემ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში იოანე ხუციშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “მაკბეტი” შესრულებული როლისთვის.