15 მარტი, 2015

ვინ გახდება ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი?

qu7მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. 1,5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, თეატრში მუშაობაზე უარი განაცხადა დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ. მან განცხადებაც დაწერა კულტურის სამინისტროში გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მეორე მცდელობისას მინისტრმა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა.

კულტურის სამინისტრომ ამ პოსტის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. როგორც საინფორმაციო პორტალი „ქუთაისი თუდეი“ იტყობინება, მას პირადმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად 5 კანდიდატი იბრძოლებს: ლაშა ნიქაბაძე, ზურაბ ფხაკაძე, ირინა ლომინაძე, ნინო ფავლენიშვილი და ალეკო ბალანჩივაძე.

ვის შეარჩევს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამდებობაზე ამ ხუთი კანდიდატიდან სპეციალური კომისია, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატს კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დანიშნავს.