27 მარტი, 2015

თბილისში სალონური საღამოები ბრუნდება

saloni35 აპრილს რუსთაველის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ისინი საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

საღამოს გახსნის სამების საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა საოპერო მომღერლები მარიამ როინიშვილი და ნატალია ქუთათელაძე.

პროექტის მიზანია აღადგინოს სალონური საღამოები, ეს ფორმატი მნიშვნელოვან ისტორიას ინახავს. ბევრი დიდი ხელოვანის დებიუტი საქართველოსა თუ უცხოეთში, სწორედ სალონურ ატმოსფეროში შედგა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს კინოსა და თეატრის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს ეკატერინე ჭავჭავაძის, მაკო საფაროვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონების ამსახველი ისტორიული მასალების გამოფენას.