30 მარტი, 2015

სოფო გელოვანი ,,აფხაზეთის” სოლისტია

1sopoმომღერალი სოფო გელოვანი სახელმწიფო ანსამბლის “აფხაზეთი” სოლისტი გახდა. გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა სპეციალური საღამო, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნებოდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ სახლმწიფო ანსამბლი “აფხაზეთი” და მისი ახალი სოლისტი მომღერალი სოფო გელოვანი. მათმა ერთობლივმა დებიუტმა წარმატებით ჩაიარა და მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოფო გელოვანი სოლომომღერალია და აქამდე არასდროს ყოფილა არც ერთი ანსამბლის თუ ჯგუფის წევრი. სოფო ფართო საზოგადოებამ მუსიკალური შოუ “ჯეოსტარიდან” გაიცნო. ის შოუში ფინალისტი გახდა, თუმცა გამარჯვება ოთო ნემსაძემ მოიპოვა.

შარშან სოფო გელოვანმა ნოდიკო ტატიშვილთან ერთად საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მან ახალ სიმღერაზეც დაიწყო მუშაობა და სხვადასხვა კონცერტებშიც მონაწილეობს, თუმცა ანსამბლ ”აფხაზეთის” სოლისტობა პირველი სერიოზული მნიშვნელოვანი სიახლეა მომღერლის შემოქმედებით კარიერაში.