28 მარტი, 2015

,,შავნაბადა” აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი გახდა

sh4ანსამბლი “შავნაბადა” აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი გახდა. ინიციატივის ავტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. 2005 წლიდან დღემდე “შავნაბადა” აქტიურად არის ჩართული ქართული სიმღერა-გალობის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში.

წელს “შავნაბადას” საიუბილეო თარიღია და კიდევაც იგეგმებოდა მისი ჯეროვნად აღნიშვნა, რომ არა ერთი მოულოდნელი, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი, მოვლენა: ამ დღეებში “შავნაბადამ” მიიღო მისთვის მეტად საიტერესო და იმავდროულად საპატიო შემოთავაზება და ახალი სტატუსითა და სრული შემადგენლობით შეუერთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “აფხაზეთს”.

“ჩვენთვის დიდად სასიხარულოა, რომ წილად გვხვდა პატივი დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ეროვნულ ინტერესებს და ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის აფხაზეთის მრავალფეროვანი ხალხური შემოქმედების დაცვისა და განვითარების სამსახურში. რაც შეეხება ჩვენს ტრადიციულ საშემსრულებლო თუ სხვა ტიპის აქტიურობებს, ამიერიდან მეტი გულმოდგინებითა და ერთგულებით გავაგრძელებთ “შავნაბადას” მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს, მხოლოდ, ამჯერად, უკვე ახალი სტატუსითა და სახელწოდებით,” – აცხადებენ ანსამბლის წევრები.