15 მარტი, 2015

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გამარჯვებულია

kbn5საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებმა 14 მარტს წარმატებით ითამაშა მან-სან-კანის უმაღლეს ლიგაში და გამარჯვებაც მოიპოვა.

უმაღლესი ლიგის 1/8 ფინალში ქართველები ოთხ გუნდს დაუპირისპირდნენ და მეორე ადგილი მოიპოვეს. ინფორმაცია გამარჯვების შესახებ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა კაკი ჭანკურიძემ გაავრცელა:

“კავეენის უმაღლესი ლიგის პირველი ტური გადავლახეთ! მეორე ადგილი!”

უმაღლეს ლიგაში თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ნაკრებმა ახალი წევრი დაიმატა. მომღერალი ლევან ჩიჩუა, იგივე TL  ქართველ მან-სან-კანელებს შეუერთდა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.