როგორია ,,მანდარინების’’ ამერიკული თრეილერი?

ma78ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში იქნება წარმოდგენილი. “ოქროს გლობუსის” და “ოსკარის” ნომინანტი ქართულ-ესტონური კოპროდუქციის ნახვა ნებისმიერ მსურველს 17 აპრილიდან შეეძლება.

ფილმის სიუჟეტი აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი მოხუცის სახლში ვითარდება, სადაც ჩეჩენი და ქართველი ჯარისკაცები ერთად მოხვდებიან და მთელი ფილმის განმავლობაში მტრები ერთ სახლში ცხოვრობენ. ფილმი საერთაშორისო ფესტივალებზე 25-მდე პრიზისა და ჯილდოს მფლობელია.

“მანდარინების” ამერიკული პრემიერისთვის უკვე დამზადდა სპეციალური თრეილერი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და ათასობით მნახველისგან მოწონებაც მრავლად აქვს.