18 მარტი, 2015

რატომ მივიდა სოფო ნიჟარაძე ,,იქს ფაქტორში’’?

sopo5მომღერალი სოფო ნიჟარაძე “იქს ფაქტორის” მეორე სეზონის ჟიურიშია და თამთა გოდუაძესთან, ანრი ჯოხაძესთან და გიორგი გაბუნიასთან ერთად საუკეთესოს ეძებს.

როგორც სოფომ ჟურნალისტებს განუცხადა, “იქს ფაქტორი” მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპია, რასაც სიხარულით შეხვდა:

– სოფო, რა არის იქს ფაქტორი?

– ეს არავინ არ ვიცით, ეს არის რაღაც უხილავი ძალა, რომელიც აუცილებლად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. იქს ფაქტორი არის წარმატების მიღწევის უმთავრესი რამ, რაც ბევრ კომპონეტნტს აერთიანებს და სინთეზში ქმნის ამ ფაქტორს.

გადავიკითხე ხალხის მოსაზრებები და ძალიან მიხარია, რომ მათ სურდათ ჩემი ამ პროექტის ჟიურიში ხილვა. უმეტესი კომენტარი იყო თბილი, უზომოდ გამიხარდა, მსიამოვნებს ყურადღება. მიხარია ჩემს მაყურებელთან შეხვედრა. ერთი წელი პაუზა მქონდა, არ ვიყავი საქართველოში, ვსწავლობდი ამერიკაში, ახლა დავბრუნდი და ისევ ჩემს საყვარელ მსმენელთან ვარ. ჟიცრის წევრობა უკვე ნაცნობია ჩემთვის, უკვე გამოცდილი ვარ არ მხრივ, მაგრამ განსხვავდება მუსიკალური შოუს ჟიურის წევრობა “ნიჭიერის” ჟიურისგან, იმიტომ რომ ბევრად უფრო თავისუფალი ვიყავი ჩემს შეფასებებში როდესაც არაპროფესიონალებს ვაფასებდი და სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლებს. “ნიჭიერში” იყო არა მარტო მუსიკალურ მიმდინაროება, არამედ ყველანაირი ჟანრი, ამიტომ ახლა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო საქმე მაქვს, ჩემი პროფესია უნდა შევაფასო და ეს შეფასებები უნდა მოვაქციო ისევ ჩარჩოებში რომ იყოს ობიექტურიც, ჩემი გამოცდილების გაზიარებაც შევძლო და შემდგომში, როცა რაღაც ჯგუფი შემხვდება კონკრეტული და გასაგები იყოს კონკურსანტისთვის ჩემი შეხედულება და არც ჩემთვისც არ იყოს დისკომფორტი მათთან მუშაობა. მაქსიმალურად შევეცდები ვიყო ობიექუტრი, დაბალანსებული, ყველანაირად მოვემზადები ფსიქოლოგიურადაც და მორალურუდაც, რომ ყველაფერი ერთმანეთში გავაერთიანო და ვიყო რაც მთავარია, თან კრიტიკულიც, თან ობიექტურიც და ყველამ გაიგოს რა მინდა გადმოვცე ამ შემთხვევაში.

– რჩევები უკვე მოამზადეთ?

– კონკურსანტებს სულ ვურჩევ, რომ აუცილებლად იყვნენ ბუნებრივები, ისეთები, როგორებიც არიან და რეპერტუარის შერჩევაში უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილნი, იმიტომ რომ კონკრეტულ შემთხვევეში შეიძლება პოტენციალი ბევრად უფრო მეტი იყოს, ვიდრე შერჩეულმა სიმღერამ აჩვენოს. კონკურსანტი მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს, რაც მთავრია ისეთი სიმღერა უნდა შეასრულოს, რომ ემოციურადაც მასთან ახლოს იყოს, კარგად გამოაჩინოს მისი დიაპაზონი და ყველანაირი შესალებლობები.

– რომელ კატეგორიასთან გინდათ მუშაობა?

– ეს უკვე გამოჩნდებ იმის შემდეგ, რაც გადანაწილდებიან ჯგუფები. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მინდა შემხვდეს ისეთი კატეგორია, რომელიც ახლოს იქნება ჩემთან სტილისტურად და რომელსაც გამოადგება ჩემი გამოცდილება როგორც მენტორის, მასწავლებლის. მინდა, რაც მაქვს დაგროვილი, ისე გადავცე და გავუზიარო ჩემს კონკურსანტებს და მერე ეს მათ გამოადგეთ სცენაზე დაგომის დროს. არ აქვს მნიშვნელობა რა კატეგორია იქნება, მთავრია ჩემი გამოცდილება გადავცე მათ და გამოადგეთ.

– იბრძოლებთ გამარჯვებისთვის?

– რა თქმა უნდა. მოგატყუებთ, რომ გითხართ, რომ არ მინდა გამარჯვება, როგორი კატეგორიაც არ უნდა შემხვდეს, უკან არაფერზე ადვიხევთ. შევეცდები ჩემი გუნდი ღირსეულად წარვადგინო, სწორი რჩევები მივცე, მათი აზრები და მოთხოვნები გავითვალისწინო და ისე შევარჩიოთ სიმღერები, რომ ყველა კონკურსანტი ინდივიდუალურად განსხვავებული და კარგი გამოჩნდეს და თავისი თავი მაქსიმალურად აჩვენოს მაყურებელს. ეს არის მთავარი, ხალხს უნდა აჩვენო რა შეგიძლია, რა მასშტატები გაქვს და ამის შემდეგ უკვე ხალხი შეაფასებს ვინ იქნება საუკეთესო, ვის ექნება იქს ფაქტორი.