14 მარტი, 2015

რას აპროტესტებს ზურაბ გეწაძე?

zuraa3მსახიობი, რეჟისორი და კინომსახიობთა თეატრის ყოფილი მმართველი ზურაბ გეწაძე თეატრის შესახებ ახალ კანონს აპორტესტებს და აცხადებს, რომ ამ კანონით იქმნება საშიშროება, სამხატვრო ხელმძღვანელი პოლიტიზირებული გახდეს:

“კანონი თეატრის მოდელს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. ეს მოდელი კი ყველა თეატრმა უნდა მიიღოს. საქართველოში თეატრები და მათი პრობლემები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მათი მართვაც სხვადასხვანაირი უნდა იყოს. ახალ კანონში ბევრი რამ გათვალისწინებული არ არის. ახალი კანონის შემქნელებს არ აქვთ არგუმენტი, გარდა იმისა, რომ არ მოსწონთ სიტყვა თეატრის მმართველი. ისინი მიიჩნევენ. რომ თეატრის მმართველი უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი. ზოგ თეატრში შეიძლება იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი პირველი პირი, ზოგში შეიძლება იყოს მმართველი, ზოგშიც კი ორივე მართავდეს და ფუნქციები იყოს გადანაწილებული. სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის შემოქმედებით განვითარებაზეა პასუხისმგებელი, ის არ არის მენეჯერი. კანონი პოლიტიზებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის მინისტრი, ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი მხოლოდ ბორდთან იყოს პასუხისმგებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყოს. კანონში არ არის გათვალისწინებული, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ის 4 წლიანი გეგმა, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს.”