Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პირველად საქართველოში – ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა

beethoven4თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტების ციკლი იმართება, სადაც ბეთჰოვენის ყველა 32 საფორტეპიანო სონატა შესრულდება. შვიდი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება და მასში კონსერვატორიის სტუდენტები და სამუსიკო სემინარიის ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

დასკვნით, მე-7 კონცერტზე ბეთჰოვენის ყველაზე ხანგრძლივი 29-ე სონატა აჟღერდება, რომელსაც მსმენელი ეკრანზე რიხტერის შესრულებით მოისმენს. კონცერტების პერიოდი ორ საიუბილეო თარიღს მოიცავს – რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ბეთჰოვენის გარდაცვალების დღეს 26 მარტს.

კონცერტების ციკლი კომპოზიტორის 5 სონატის შესრულებით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში თითო დღეს 5 ან 6 სონატა სრულდება, 24 მარტს 4 სონატა აჟღერდება, ხოლო დასკვნით კონცერტზე, რომელიც 26 მარტს არის დაგეგმილი, მხოლოდ ერთი და ისიც რიხტერის შესრულებით.

ბეთჰოვენის ყველა 32 საფორტეპიანო სონატა ერთად საქართველოში პირველად სრულდება. ეს უნიკალური შანსია ბეთჰოვენის შემოქმედების და ზოგადად საფორტეპიანო მუსიკის მოყვარულთათვის, ერთი კვირის განმავლობაში მოისმინონ ყველა საფორტეპიანო სონატა ერთად.