მომღერალ ნინა სუბლატის ევროვიზია 2015-ზე წარსადგენი სიმღერის Warrior კლიპი მზადაა. მისი პრეზენტაცია კაფე Innova-ში გაიმართა.
ვიდეორგოლი სტუდია BigCAKE-მა და მისმა ერთ-ერთმა წევრმადავით გოგოხიამ გადაიღო. ვიდეორგოლის გადაღებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლიპის მონაწილეების კოსტიუმებზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იმუშავა.
პრეზენტაციას მიწვეულ ცნობილ სტუმრებთან ერთად, შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი დაესწრო. ის ნინა სუბლატის რეჟისორია.
ნინა სუბლატი საქართველოს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით Warrior. ის კონკურსის პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 19 მაისს მერვე ნომრად იმღერებს.
საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსი ავსტრიის ქალაქ ვენაში გაიმართება. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 , ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.