Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინა სუბლატი: ,,მოვითხოვ!’’

nnni5ევროვიზია 2015-ის ქართველი მონაწილე ნინა სუბლატი კატეგორიულად ითხოვს და მოითხოვს ქართველი გულშემატკივრებისგან, შეეშვან ევროვიზიის ბლოგებსა და გვერდებზე მასზე წერას:

“დიდი თხოვნით ან მოთხოვნით, არ ვიცი, მოგმართავთ ადამიანებს, რომლებიც პოსტავთ ევროვიზიის ბლოგებზე, გვერდებზე და ასე შემდეგ: ნუ საუბრობთ ჩემს პირად ცხოვრებაზე! არასდროს არავის უფლებას არ ვაძლევ ამაზე ჩემგან დამოუკიდებლად ისაუბროს თან ძალიან ბევრი ადამიანის თანდასწრებით! ამიტომ ნუ დაწერთ ნურაფერს! არ შეიძლება! არა!

რაღაცნაირად მოვახერხე და ჩემს პირად საკითხებზე ძალიან ცოტას საუბრობენ. ისე არაფერი არ ესმით ამ საკითხის შესახებ, რომ ხანდახან არც იციან კიდევ ერთად ვართ თუ არა მე და გიორგი. არადა, ვართ, ჩვენ სულ ერთად ვართ.

ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ვინმე რამეს განიხილავს. მგონი ერთადერთი ვარ, ვის პირადშიც არ იქექებიან, იმიტომ რომ თავად მე არ ვამბობ არაფერს. მაგრამ ევროვიზიის ჯგუფებში არ არის არაფრის დაწერა საჭირო, მყავს თუ არა ვინმე, ეგეც არ უნდა დაიწეროს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.”