31 მარტი, 2015

ნატალია ქუთათელაძე ჯულიარდის სტუდენტი გახდა

1nataliaსაოპერო მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ საესტრადო სიმღერებით გაიცნო, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის ჯულიარდის სასწავლებლის სტუდენტი გახდა.

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და ეკა მამალაძის შვილმა უარი თქვა საესტრადო ხელოვნებაში მოღვაწეობაზე, უპირატესობა კლასიკურ მუსიკას მიანიჭა და თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა. წარმატებული საკონცერტო გამოსვლების შემდეგ, ნატალია ქუთათელაძემ ჯულარდის სასწავლებელში ჩაბარება გადაწყვიტა და თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.

ჯულიარდის სკოლა საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაა ნიუ იორკში, რომელიც ცნობილია თავისი სახელგანთქმული კურსდამთავრებულების სიმრავლით. საქართველოდან ჯულიარდის სკოლაში წლების წინ ქართველი პიინსიტი დავით ალადაშვილიც მოხვდა. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია ნატალია ქუთათელაძის მიერ ჯულიარდის სკოლაში წარმატებით ჩაბარების შესახებ.