26 მარტი, 2015

ნანი ბრეგვაძის საჩუქარი თაყვანისმცემლებს

nani4ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი ნანი ბრეგვაძე თავის ერთგულ მსმენელს ახალ საჩუქარს უმზადებს. მომღერალი „ბრავო რექორდსთან“ ითანამშრომლებს და მის მიერ საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის კათალიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი 2015 წლის 4 იანვარს მიძღვნილი კონცერტის DVD დისკს გამოსცემს.

მომღერალს აკომპანიმენტს უწევდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, რომლებიც ქალბატონ ნანისთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში.

ინფორმაციას DVD დისკის გამოცემის შესახებ „ბრავო რექორდსი“ უახლოეს მომავალში უფრო დეტალურად გაავრცელებს.