30 მარტი, 2015

მარიამ ხაჭვანი რუმინეთში დააჯილდოვეს

1xachvani.jpgახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე DaKINO 24 დააჯილდოვეს. რეჟისორის ფილმმა “დინოლა” კინოფესტივალის მთავარი პრიზი “ტროფეი” დაიმსახურა.

ტროფეუმი ანტიკურ საბერძნეთში და რომში ის ნაგებობა იყო, რომელსაც მტერთან გამარჯვების აღსანიშნავად აგებდნენ. ახლა ჯილდოა სახელად „ტროფეი“ კონკრეტული მიღწევისათვის და რუმინეთის კინოფესტივალიდან DaKINO 24 მთავარი პრიზის სახით ჩამოიტანა მარიამ ხაჭვანმა თავისი ფილმისათვის „დინოლა“.

მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმი “დინოლა” გადაღებულია 20 Steps Productions, ABK studios და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდუსერი ვლადიმერ კაჭარავაა, სცენარის ავტორი და რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, 1AD  და პროდუქციის მენეჯერი დალი ნარიმანიძე, ოპერატორი მინდია ესაძე, მონტაჟი ლევან კუხაშვილის, მხატვარი დიმა არსანის, მუსიკა თაკო ჟორდანიასი, კოსტუმების მხატვარი ქეთი კალანდაძე.

ფილმში მონაწილეობენ ნუცი ხაფთანი, ქეთა ლორთქიფანიძე, ვახო ჩაჩანიძე, დათუნა გულედანი.

15 წუთიანი ფილმის სიფნოსისი საკმაოდ მოკლე და ლაკონკურია – საკუთარი ნების წინააღმდეგ გათხოვილი ქვრივი და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობა.