4 მარტი, 2015

მამა ილია კარტოზიას სპექტაკლი მიუძღვნეს

mama-ilia3იტალიაში ტრაგიკულად გარდაცვლილ ქართველ სასულიერო პირს მამა ილია კარტოზიას სპექტაკლი მიუძღვნეს. მამა ილია ადრიატიკის ზღვაში ბორან “ნორმან ატლანტიზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.

19 მარტს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პიონერფილმის სტუდიის ორგანიზებით, მათსავე დარბაზში გამართავს იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერას “მოყვასისათვის შეწირულები”, რომელიც ეძღვნება მიხეილ თამარაშვილს, მამა ილია კარტოზიას და იოსებ ჟორდანიას.

აპრილის პირველ ნახევარში კი სპექტაკლი ხარაგაულში იქნება წარმოდგენილი.