Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად მარათონი გაიმართება

jaba6მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ტელემარათონი ”თანადგომის ზარი ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად” გაიმართება. მომღერალი, რომელიც უკვე 7 წელია კომაშია, სისტემატურ დახმარებას საჭიროებს.

“საქველმოქმედო ტელემარათონში მონაწილეობას მიიღებენ ქავშვთა და მოზარდთა ქართული ხალხური და ქორეოგრაფიულ-სამეჯლისო და მუსიკალური სტუდიები, ასევე ქართული ესტრადის ნამდვილი კორიფენი, ნამდვილი ვარსკვლავები და კულტურის და ხელოვნების უდიდესი მეტრები. ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით ჯაბა ბოჯგუას პრობლემის ცნობადობის გაზრდას, თანხის შეგროვებას, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება მომღერალს და მის ოჯახს,” – ამბობს კონცერტის ორგანიზატორი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე.

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად საქველმოქმედო ტელემარათონი 15 აპრილს “ართ ჰოლში” გაიმართება. კონცერტის პირდაპირ ტრანსლაცია ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “პირისპირ” გავა.

საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10-12 ლარია.

 

აქვე ვაქვეყნებთ ჯაბას დედის ქალბატონი მანანა გვასალიას მონაცემებს:

საბანკო ანგარიშია # GE22BR0000010381699630 ბანკი ”რესპუბლიკა” მანანა გვასალიას სახელზე

ჯაბა ბოჯგუას დახმარების მსურველებმა ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე 0901 700 039

პირადი ნომერი 599 40 00 13 მანანა გვასალია