4 მარტი, 2015

,,იქს ფაქტორის” ჟიური ცნობილია

iks-faqtori7მუსიკალური პროექტის “იქს ფაქტორი” მეორე სეზონის ჟიურის წევრები ცნობილია. შოუს ჩაწერები სულ მალე დაიწყება და მაყურებელი კიდევ არაერთ ნიჭიერ ადამიანს გაიცნობს.

როგორც მოსალონდელი იყო, პროდიუსერების გადაწყვეტილებით, პირველი სეზონის ჟიურიმ ცვლილებები განიცადა, რამაც მაყურებელთა ნაწილის გაღიზიანება და ნაწილის გახარება გამოიწვია.

უკვე ცნობილი გახდა, რომ წელს პროექტის ჟიურიში აღარ იქნება სტეფანე. პირველი სეზონის ჟიურის წევრებიდან მაყურებელი ისევ იხილავს თამთა გოდუაძეს და გიორგი გაბუნიას. მათ რიგებს შეემატება მომღერალი სოფო ნიჟარაძე. რაც შეეხება ჟიურის მეოთხე წევრს, მისი ვინაობა 9 მარტს გახდება ცნობილი, რადგან პირველი ჩაწერა სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი.