31 მარტი, 2015

გუჯა ბურდულის იუბილეს კინოს სახლი უმასპინძლებს

1gujaქართული კინოს მსახიობს გუჯა ბურდულს პირველ აპრილს დაბადების დღე აქვს. 74 წლის იუბილდესადმი მიძღვნილი ღონისძიება კინოს სახლში გაიმართება. ეს იქნება ხელოვანის 75 წლისთავისადმი დაწყებული სამზადისი.

კინოს სახლში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგებიან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები და გუჯა ბურდულის მიერ შესრულებულ როლებს გააცოცხლებენ.

მსახიობს უკვე ეპატიჟებიან სხვადასხვა ქვეყნები საგასტროლო ტურნეთი. გუჯა ბურდული პოლონეთში მიწვეულია ფილმით გრიგოლ ფერაძეზე “მშვიდობის დესპანი”, გერმანიაში ფილმით “ომი და სიყვარული” უკრაინაში კი ფილმით “სპეც დავალების რაზმი”.

იუბილარი მსახიობი “საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის” აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით, არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ნიკას წევრი. გუჯა ბურდულს ჰყავს სამი შვილი ლადო, მაკა და ბაკური. ლადო ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია, მაკა მსახიობი და კინოდოკუმენტალისტია, ხოლო ბაკური როკ-მუსიკოსი.