16 მარტი, 2015

გიორგი ყიფშიძეს ექიმების დახმარება ესაჭიროება

kipsho8კინომსახიობთა თეატრის მსახიობს გიორგი ყიფშიძეს ექიმების დახმარება ესაჭიროება. მას ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც მედიკოსებს არც თუ ისე სერიოზულად ეჩვენებოდათ.

როგორც ჩანს, გიორგის ტრავმა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ექიმებს თავდაპირველად ეგონათ, ამიტომაც მსახიობს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

“როგორც აღმოჩნდა, იმაზე რთული მდგომარეობა მქონია ფეხზე, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა მეც და ექიმებსაც. უკვე სამი თვეა ხელჯოხით დავდივარ და შედეგი არ გვაქვს. ექიმებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საოპერაციო ვარ.”

გიორგი ყიფშიძემ ტრავმა ამ ზამთარს გუდაურში თხილამურებზე სრიალისას მიიღო. ექიმებმა მას ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს, ამის გამო, ის პროექტ “ნიჭიერსაც” გამოეთიშა და წამყვანად მხოლოდ ვანიკო თარხნიშვილი დარჩა, თუმცა ფინალისთვის ექიმებმა გიორგის ნება დართეს სცენაზე დამდგარიყო.

მსახიობი ამ დრომდე ხელჯოხით დადის, სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, ამიტომაც ის ექიმების საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, თუ როდის დანიშნავენ ოპერაციის დღეს.