12 მარტი, 2015

გიორგი მახარაშვილი დაქორწინდა

gio8მომღერალი გიორგი მახარაშვილი, რომელიც მსმენელმა სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო, დაქორწინდა.

მისი რჩეული ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელი “ორი ვარსკვლავის” პროდიუსერი ლეკა მიქაძეა. წყვილი “ეკა ხოფერიას” თოქ შოუს ესტუმრა. მომღერალმა თავის რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და ლეკამაც გიორგის წინადადებას თანხმობით უპასუხა.

ეკა ხოფერიამ მაყურებელს განუცხადა, რომ დააფუძნა “ეკა ხოფერიას თოქ შოუს მმაჩის ბიურო”, სადაც წყვილებს დააქორწინებენ. მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელი კი მისი კოლეგა ინგა გრიგოლიაა.

სატელევიზიო იურიდიული ქორწინება ინგა გრიგოლიამ ყველა წესის დაცვით ჩაატარა, ახლადდაქორწინებულებს “დოკუმენტზე” ხელი მოაწერინა და თავისი ხელმოწერითაც დაადასტურა მათი ქორწინება. გიორგის და ლეკას მეჯვარეები კი მათი მეგობრები, “ორი ვარსკვლავის” მონაწილეები იყვნენ.