Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკა კვალიაშვილი ფინანსებს ეძებს

eka626 მარტს მომღერალი ეკა კვალიაშვილი იუბილარია. მართალია ის თარიღს არ აკონკრეტებს, მაგრამ განმარტავს, რომ იუბილარია და სურდა ამ თარიღს კონცერტით შეხვედროდა.

სამწუხაროდ, ეკა კვალიაშვილს კონცერტის ჩასატარებლად ფინანსები არ აქვს და ახლა თანხებისა და სპონსორის ძიებაშია:

“რამდენი მინდა დავწერო, რამდენი მინდა ვთქვა, რამდენი მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ, არ დავწერო, არ ვთქვა, გულიდან ამოხეთქილი ემოციები არ გაგიზიაროთ, მაგრამ. ვფიქრდები და ვხვდები, მერე? რომ გაგიზიაროთ რა? მერე რააა? რამდენი წელია… იმედი მაქვს, არ დამჭირდება გულის გადაშლა, ყველაფერი კარგად იქნება… ყველაფერი დალაგდება… ოღონდ, ერთია, აქ, საქართველოში აღარ მინდა.

ალბათ ყველაფერი დალაგდება, აბა რას იზავს, მაგრამ, სანამ ეს მოხდება, და კაცმა არ იცის როდის მოხდება, ან რა გასწორდება, ან რა დონეზე, მე კი ვთქვი, რომ აღარ მინდა დრო ვკარგო, იმისათვის, რაც არც კი ვიცი, იქნება თუ არა, ღმერთმა ქნას, ეშველოს აქაურობას, მაგრამ…. მე აქ აღარ მინდა! დავიღალე! ისედაც 10-15 წელი დამაკარგინეს, დამაავადმყოფეს და აღარ მინდა აქ…. ხო მაქვს უფლება, რომ ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, როგორც მესიამოვნება ისე და არ ველოდო ვიღაცას, როდის მოუნდება აქაურობის დალაგება.

აქ არ ვიცი რა დალაგდება, ვფიქრობ დიდი ხანი დასჭირდება აქაურობის გენერალურ დალაგებას. ეს დროის საკითხია, დრო კი ძალიან ცოტაა, რადგან სიცოცხლე, ცხოვრება, წუთი სოფელია. ისედაც უკვე მე-15 წელი ხდება ერთი და იგივე ხდება. არაფერი სწორდება. 26 მარტს, კი იუბილე მაქვს. კონცერტი მინდოდა დამემთხვია, მინდოდა მოგფერებოდით, მაგრამ, არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში.

თუ ჩემით მოვიპოვე დაფინანსება, სპონსორი ან არ ვიცი, იმ შემთხვევაში კონცერტი იქნება, თუ არა და სრულიად უპატრონო მდგომარეობაში ვარ პირადად მე, უკვე დიდი ხანია. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აქედან დიდი სიამოვნებით გადავალ სხვა, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აფასებენ, უბრალოდ, ადამიანებს! არა, იმაზე აღარ მაქვს საუბარი, რომ თავისი ქვეყნის შვილებს, რომელთა ნიჭიერებაზეც დგას ქვეყნის პრესტიჟი, მსახიობები, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე გაიარეს, ჰოლივუდში, საამაყოები, საყვარელი ადამიანები, რამდენი სიამოვნება აქვთ მიღებული ამ ხალხს მათი შემოქმედებით, არა და, რაა, ლანძღვა, ბოღმა, უღირსი საქციელი ამ ადამიანების მიმართ.”