25 მარტი, 2015

ავიაკატასტროფას ორი საოპერო მომღერალი ემსხვერპლა

opera7საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ავიაკომპანია “Germanwings”-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით, როდესაც ის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე სულ 150 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 16 მოსწავლე.

გარდაცვლილთა შორისაა ორი საოპერო მომღერალი, დიუსელდორფის გერმანული ოპერის მომღერლები მარია რადნერი და ოლეგ ბრიჟაკი. ორივე მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების სცენებზე წარმატებით გამოდიოდა და მონაწილეობას იღებდა მსოფლიო პრემიერებში.