Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ამირ კაკაბაძე გარდაიცვალა

amir-kakabadze573 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ამირ კაკაბაძე გარდაიცვალა. ის მხატვრების დავით კაკაბაძისა და ეთერ ანდრონიკაშვილის შვილი იყო.

საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა 15 წლისამ ჩააბარა სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში სცენოგრაფიის ფაკულტეტზე ფარნაოზ ლაპიაშვილის ჯგუფში. ასპირანტურის წლებში სწავლობდა სერგო ქობულაძესთან.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა, როგორც თეატრისა და კინოს მხატვარი.
პირველივე ნამუშევრებმა მხატვარს აღიარება მოუტანა, სპექტაკლებისა და ფილმების გაფორმებისთვის იგი არაერთ ფესტივალზე დაჯილდოვდა.

მისი შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით, მუშაობდა როგორც ფერწერაში, ასევე გრაფიკაში, კოლაჟზე, კინოში, თეატრში და წიგნის გრაფიკაში.

ამირ კაკაბაძეს 26 მარტს დაკრძალავენ.