11 თებერვალი, 2015

ვინ არის რუსთაველის თეატრში სანახაობის მომწყობი?

marina-kaxiani565656რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან და თეატრში მისულ მაყურებელს არაჩვეულებრივ სანახაობას შესთავაზებენ, რომლის მომწყობიც პრემიერამდე ყველასთვის უცნობია.

13 და 14 თებერვალს რეჟისორი ქრისტიან პაპკე წარმოადგენს ერმოქმედებიან ტრაგიკომედიას “სანახაობის მომწყობი”, რომელიც თომას ბერნჰარდის მიხედვით არის დადგმული. თარგმანი მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის, მხატვრობა ხათუნა ხუნდაძეს, კოსტიუმების მხატვარი ანა ნინუაა, კომპოზიტორი მანანა ხუნდაძე-ლემანი, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის ასისტენტი დავით ნიკოლაძე, თარჯიმანი მაია ლიპარტელიანი, რეჟისორის თანაშემწე მარინა ამაღლობელი.

სპექტაკლში მონაწილეობენ თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, რუსუდან მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ნიკოლოზ ქაცარიძე, დარეჯან ხარშილაძე და ქეთევან ხიტირი.

წარმოდგენის რეჟისორი ქრისტიან პაპკეს საერთაშორისო მასშტაბის თეატრისა და ოპერის, ასევე დოკუმენტური ფილმების რეჟისორია. ის შევეიცარიაში გერმანელების ოჯახში დაიბადა, გაიზარდა ბრაზილიაში ხოლო ამჟამად ცხოვრობს ვენაში. სწავლობდა თეატრს, ლიტერატურას, სოციალურ-ეკონიმიკურ მეცნიერებებს და ფილოსოფიას ვენაში, პარიზში, სან პაულოში, რიო დეჟანეიროსა და ჰამბურგში. ვენის უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორის ასისტენტად, ხოლო პარალელურად ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის საცეკვაო ჯგუფს, რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით ჰქონდა მიღწევები. დაიცვა დოქტორის ხარისხი. ქრისტიანმა სარეჟისორო კარიერა დაიწყო თავისი პირველი ნამუშევრით დორფმანის „სიკვდილი და ქალწული“. მას შემდეგ შექმნა 30 მუსიკალური წარმოდგენა, ოპერა და თეატრალური სპექტაკლები.

მისი ბოლო საოპერო ნამუშევარია „დონ ჯოვანი“ ნაციონალურ ოპერის თეატრში, ტიმისოარას ნაციონალურ თეატრში დადგმული აქვს თავისი პიესა „Agnes“ (პიტერ სტამის ნოველის მიხედვით) და „Eve of Retirement“ (ტომას ბერნჰარდი), ასევე ოპერატა „მხიარული ქვრივი“ (ფრანც ლეჰარი) ნაციონალურ ოპერაში, ქალაქ ტირანაში.

ქრისტიან პაპკემ დაარსა მცირე ორგანიზაცია, რომლის არსებობის პერიოდშიც მან ორგანიზება გაუწია 170 მცირე ღონისძიებას, კონცერტსა თუ კითხვის საღამოს. მოგვიანებით წამოიწყო ინტერკულტურული ინიციატივა „საუბარი საზღვრების შესახებ”, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ ევროპისთვის ჩამოაყალიბა დრამატული კონკურსი, დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი საერთაშორისო თეატრალური პრიზი. ამ ინიციატივამ ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს ავსტრიასთან თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი, ის გახდა ორმხრივი და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.

პაპკე აირჩიეს ავსტრიელ მწერალთა, პოეტთა და ნოველისტთა კავშირის ყველაზე ახალგარდა წევრად. 4 წლის განმავლობაში ის იყო ამავე კავშირის წევრი.

2012 წელს ბულგარეთის კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა ის კულტურათაშორისო მიღწევებისთვის. 2013 წელს ავსტრიულ-გერმანულმა სატელევიზიო არხმა BR-Alpha შესთავაზა მას კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებზე საავტორო გადაცემის გაკეთება, რომელიც ამავე წლის შემოდგომაზე გავიდა ეკრანებზე.

რუსთაველის თეატრში განხორციელებული სპექტაკლი “სანახაობის მომწყობი” დაიდგა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.