11 თებერვალი, 2015

ტინა ტერნერი სკანდალში გაეხვია

tina343434მსოფლიო ვარსკვლავი ტინა ტერნერი სკანდალში გაეხვია. მასთან ერთად სკანდალში გაეხვივნენ ჯონ მალკოვიჩი, დევიდ ბოუი, ჯოან კოლინზი, ფილ კოლინზი და ელ მაკფერსონი.

ყველა ეს ვარსკვლავი სამართალდამცველებმა საერთაშორისო ფინანსურ სკანდალში დაადანაშაულეს. მათ შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში ჰქონდათ შეტანილი გარკვეული რაოდენობის თანხა და ამით სამშობლოში გადასახადების გადახდისგან ითავისუფლებდნენ თავს.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მათ ინფორმაციის გაჟონვამ შეაძლებინა გაეხსნათ საქმე გადაუხდელ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელიც მთლიანობაში მილიარდ დოლარს აჭარბებს. თავის მხრივ, ვარსკვლავები აცხადებენ, რომ მსგავს მაქინაციებში არასდროს მიუღიათ მონაწილეობა.

მსოფლიო ვარსკვლავების გარდა, გადასახადების დამალვაში შემჩნეულია რამდენიმე ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრებიც.

ტინა ტერნერი და დევიდ ბოუი უკვე წლებია შვეიცარიის მოქალაქეები არიან, ისევე როგორც როკ-მუსიკოსი ფილ კოლინზი. მისი წარმომადგენელი არ მალავს, რომ მომღერალი ახლაც აქტიურად მართავს კონცერტებს შვეიცარიაში და შესაბამისად, ამავე ქვეყანაშიც ცხოვრობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილ ადამიანებს ასეთ ბრალს უყენებენ. სამართალდამცველებმა გადასახადების დამალვის ბრალდება უკვე წაუყენეს საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს, ფეხბურთელ ლეონელ მესის და დიზაინერებს დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას.