სინდი კროუფორდი ფოტოშოპის გარეშე

sindi-22290-იანი წლების ნომერ პირველმა მოდელმა სინდი კროუფორდმა გადაწყვიტა თამამი ფოტოები გადაეღო. გასაკვირი ალბათ ამაში არაფერია, რადგან ის არაერთხელ გამხდარა მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების გარეკანის მთავარი გმირი.

ამჯერად მოდელმა ჟურნალ Marie Claire-ს აპრილის ნომრისთვის იპოზიორა და ჩაერთო ახალ აქციაში, რომელიც ითვალისწინებს ცნობილი ქალბატონების ფოტოების განთავსებას წამყვანი ჟურნალების გარეკანზე ყოველგვარი ფოტოშოპის გამოყენების გარეშე.

ინტერნეტში სინდი კროუფორდის ფოტოსესიიდან მხოლოდ ერთი ფოტო გავრცელდა, სადაც მოდელის ყველა ნაოჭი და დეფექტია ასახული. 48 წლის მოდელი ორი შვილის დედაა. მას 16 წლის ბიჭი პრესლი და 14 წლის გოგო კაია ჰყავს.