2 თებერვალი, 2015

სამებაში შემეცნებითი საუბრები განახლდა

sameba7საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, რომელიც წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მდებარეობს, განახლდა შემეცნებითი საუბრები.

შემეცნებითი საუბრების პირველი შეხვედრის საკითხია ხელოვნება, თემა „ქართული ხელოვნების განვითარების გზები“. საუბარს წარმართავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იზოლდა მელიქიშვილი.

3 თებერვალს ისტორიაზე საუბარს წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა კვაშილავა თემაზე „სამურზაყანო – საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხე“.

5 თებერვალს ფსიქოლოგიაზე საუბარს წარმართავს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა თემაზე „პიროვნება და პიროვნული განვითარება“.

6 თებერვალს ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაზე საუბარს წარმართავს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თემაზე „ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსი“.

საუბრები გაიმართება ყოველდღე ოთხშაბათის და შაბათ-კვირის გარდა და მასზე დასწრება თავისუფალია.