როგორი იქნება ნინა სუბლატის კლიპი?

nina7ევროვიზია 2015-ის საქართველოს წარმომადგენელმა ნინა სუბლატმა ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაზე “Warrior” ვიდეორგოლის გადაღებები დაიწყო. გადაღებები 28 თებერვალს და პირველ მარტს გაიმართება.

მომღერლის და ასევე, კლიპის ხუთი მონაწილის კოსტიუმებზე ლაშა ჯოხაძე მუშაობს. დიზაინერს არაერთ ცნობილ პროექტზე უმუშავია, მათ შორისაა, “ცეკვავენ ვარსკვლავები”, “ორი ვარსკვლავი”. ლაშა არის რამდენიმე სარეკლამო და ვიდეორგოლის კოსტიუმების მხატვარიც. მის მიერ დახატული კოსტიუმების ესკიზები და შექმნილი სამოსი გამოყენებულია რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმშიც.

კლიპში გადაღებაზე მოწვეულები არიან “ლუქს მოდელსის” მოდელი ნინა ფოცხიშვილი, “ჯეო მოდელსის” მოდელი მარიამ სანოგო, ასევე ქეთა გავაშელი, ლინა წიკლაური და დეა აფციაური. მაყურებელი ვიდეორგოლში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეებსაც იხილავს.

2015 წლის ევროფესტივალზე საქართველოს საკონკურსო სიმღერის “Warrior” ვიდეორგოლს სტუდია “BigCAKE” გადაიღებს.